
ფოტოამბებად გადმოცემული ინტერვიუები - ადამიანები თვითშემეცნებაზე, შთაგონებასა
და შინაგან ზრდაზე
"აქციე ჩვევად შენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე დაკვირვება. ხშირად ჰკითხე საკუთარ თავს: "უშფოთველად ვგრძნობ ახლა თავს?" ან: "რა ხდება ჩემში ამ მომენტში?" მინიმუმ ისევე დაინტერესდი შენს შიგნით მიმდინარე პროცესებით, როგორც გარე მოვლენებით ინტერესდები. თუ შინაგანს გაუგებ, გარესამყარო თავის ადგილას დადგება."
- "აწმყოს ძალა", ეკჰარტ ტოლე
თაკო ჯიბუტი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ფოტოგრაფი, ყოფილი პროფესიონალი ბალერინა და ამჟამად, მოყვარული ჩოგბურთელი. საყვარელი ადგილი - სახლია, რომლის სითბოზეც ზრუნავს მისი ცხოვრების მთავარ ადამიანთან და ყველა დროის ორ უდიდეს სულიერ აღმზრდელთან - 8 წლის ლეასთან და 2 წლის მართასთან ერთად.
Რამდენიმე წლის წინ, გამიჩნდა სურვილი მესწავლა, თუ როგორ უნდა ვყოფილიყავი უფრო ბედნიერი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როდესაც დავაგროვე გარკვეული თეორიული ცოდნა ამ მიმართულებით, დავინტერესდი სხვა ადამიანების გამოცდილებებით თვითშემეცნების კუთხით.
დავიწყე საუბრები ადამიანებთან, ჩემს მეგობრებთან თუ ნაცნობებთან, რომლებისგანაც შთაგონებას ვგრძნობდი და აღმოვაჩინე, რამდენი რამის სწავლა შეიძლება მათგან. ადამიანების ისტორიები და თვითგანვითარების გზები უნიკალური და ძალიან საინტერესოა. თანდათან მივხვდი, რომ მინდა შთამაგონებელი ადამიანების ისტორიების სხვებისთვის გაზიარებაც, წერისა და ფოტოგრაფიის, იმ ორი საქმიანობის საშუალებით, რაც მე მანიჭებს ბედნიერებას.

კონტაქტი
გინდა რამის გაზიარება?